სამედიცინო ინტერნეტ პორტალი

ექიმები, სამედიცინო დეწესებულებები, ფარმაცევტული და სადაზღვევო კოპმპანიები
www.vipmed.ge

ცერებრული ჰემოდინამიკის და ნეროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება - GSNCH

Engl. Version


 

GSNCH პრეზიდენტი
ნეიროსონოლოგთა მსოფლიო ფედერაციის NSRG WFN აღმასრულებელი კომიტეტის წევრი:
მარინა ალფაიძე

 

დამფუძნებლები: მარინა ალფაიძე MD. PhD. თამარ ვააძე MD. PhD.

მდივანი: ნინო ყურაშვილი MD

 

 ნეიროსონოლოგიისა  და ცერებრული ჰემოდინამიკის საქართველოს საზოგადოება (GSNCH) დაარსდა 2011 წლის 17 სექტემბერს. ეს არის ახალგაზრდა, არაკომერციული პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც ღიაა ახალი წევრებისთვის.

GSNCH-ს  მიზანია  ემსახუროს საზოგადოებრივ  ინტერესებს და გააუმჯობესოს  სამედიცინო სერვისი, ხელი შეუწყოს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის და განათლების გაუმჯობესებას ნეიროსონოლოგიის  და ცერებრული ჰემოდინამიკის სფეროში. არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტივობებში ახალი თანამშრომლებისა და სამეცნიერო ინფორმაციის გავრცელების  წახალისება. GSNCH აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო გაიდლაინების დანერგვას თავის საქმიანობაში, რომლებიც შემოთავაზებული არიან NSRG WFN  (ნევროლოგთა მსოფლიო ფედერაციის ნეიროსონოლოგიური კვლევის ჯგუფი), ESNCH (ნეიროსონოლოგიისა და ცერებრული ჰემოდინამიკის ევროპის საზოგადოება) და ASN (ამერიკის ნეიროიმიჯინგის საზოგადოების) მიერ. GSNCH საზოგადოება საქართველოში იქნება სათათბირო ორგანო ჯანდაცვის პოლიტიკისა და სწავლების სტანდარტების სფეროში ცერებრული ჰემოდინამიკის და ნეიროსონოლოგიის დარგში.

GSNCH საზოგადოების წევრები ამავე დროს არიან  NSRG WFN-ის წევრები. ეს აქტივობა განხორციელდა NSRG WFN აღმასრულებელი კომიტეტის წევრის, ალექსანდრე რაზუმოვსკის MD, PhD (სენტიენტის ნევროლოგიური სამსახურის ვიცე- პრეზიდენტი და დირექტორი, მერილენდის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები) ხელმძღვანელობით და რეკომენდაციით.

2012 წლის 18 მაისს ვენეციაში (იტალია), გაიმართა NSRG WFN აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა, სადაც  ერთხმად დაადასტურეს GSNCH -ის როგორც  ასოცირებული საზოგადოების სტატუსი.

 

საზოგადოების საქმიანობა  არა  მხოლოდ სასურველია, არამედ მნიშვნელოვანი ფაქტორია ცერებრული ჰემოდინამიკის შესწავლის და ნეიროსონოლოგიის შემდგომი   განვითარებისათვის საქართველოში. საზოგადოების წევრები მზად არიან ხელი შეუწყონ დარგის შემდგომ გაძლიერებას და განვითარებას, აგრეთვე  ცოდნის და გამოცდილების გაძლიერებას არა მხოლოდ კლინიკურ, არამედ სამედიცინო სფეროშიც.  

საზოგადოება ხელს შეუწყობს კლინიკურ და კვლევით აქტივობებში საერთაშორისო სტანდარტების მიღწევას და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართვას.

GSCHN  მიზნები შემდეგია:
1.
   ულტრაბგერითი კვლევის სფეროში სამეცნიერო კვლევს, განათლებსა და  მომზადებს ხელშეწყობა;
2. საერთაშორისო  (
როგორებიცაა NSRG WFN, ESNCH, BSNCH-ბულგარეთის ნეიროსონოლოგიური საზოგადოება და სხვ.) და ნაციონალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
3.
 ახალი პროექტებისა და პროგრამების განვითარებ;
4.
 ახალ პარტნიორებთან შემდგომი თანამშრომლობის აქტიური მოძიება;
5.
 საერთაშორისო კვლევებსა და პროექტებში მონაწილეობა;
6.
 საერთაშორისო გაიდლაინები, ახალი ტექნოლოგიებიდა მეთოდების დანერგვა;
7.
 სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
8.
 სემინარებიდა კონფერენციები ჩატარება;
9.
 სამეცნიერო, კვლევითი და პრაქტიკული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება;
10.
ტრენინგების ჩატარებ;
11. 
სასწავლო აქტივობის ორგანიზება ექიმების, რეზიდენტებისა და სტუდენტებისათვის.

სიახლეები:

ცერებრული ჰემოდინამიკის და ნეროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოების (GSNCH) პირველი კონფერენცია
თბილისი, საქართველო, 19 სექტემბერი 2012.


სასარგებლო ბმულები:

http://www.nsrg.org.tw/      NSRG  WFN Neurosonology Research Group of World Federation of Neurology

http://www.esnch.org/    ESNCH European Society of Neurosonology and Cerebral Hemodynamics

http://www.neurosonology-bg.com/    Bulgarian Society of Neurosonology and Cerebral Hemodynamics.

კონტაქტი:

DEKA სამედიცინო საუნივერსიტეტო ცენტრი
ქავთარაძის ქ 16, 0186 თბილისი
ტელ:
      +995 32 223 80 03
ფაქსი:      +995 32 230 27 87
ელ.ფოსტა:  marina.alpaidze@gmail.com
                             
ninokurashvili@rambler.ru

 


სამედიცინო ინტერნეტ პორტალი
All Rights Reserved by DM Group